მთავარი
ჩვენს შესახებ
ტრენერები
ტრენინგები
ფინანსების და საბანკო საქმის სკოლა
HR მენეჯმენტის სკოლა
ტურიზმის სკოლა
მენეჯმენტის სკოლა
მარკეტინგის სკოლა
საგადასახადო და საბაჟო საქმის სკოლა
სიახლეები
მედია
კონტაქტი
GEO
/
ENG

ფინანსური მენეჯმენტი

მენეჯერებისთვის

ტრენინგის მიზანი

კურსი მსმენელებს შეასწავლის ფინანსური მენეჯმენტის არსს და ფინანსების მართვის საკვანძო საკითხებს, ფინანსური ინფორმაციის გამოყენებას მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღებისათვის.

კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს.

ვისთვისაა ტრენინგი

მოქმედი მენეჯერებისთვის,  ბუღალტრებისთვის და ფინანსისტებისთვის, ასევე ფინანსური მენეჯმენტით დაინტერესებული ნებისმიერი პირისათვის.

 

ტრენინგის თემატიკა

  • შესავალი: ფინანსური აღრიცხვა, ფინანსური უწყისების მიმოხილვა
  • ფინანსური უწყისები: ბალანსი, მოგება ზარალი და ნაღდი ფულის მოძრაობის უწყისი

გატარებების ანალიზი:

  • ბალანსი - აქტივები: დებიტორული დავალიანება, ძირითადი საშუალებები
  • ბალანსი: - ვალდებულებები (მოკლევადიანი და გრძელვასიანი, სესხები) და საკუთარი კაპიტალი
  • მოგება-ზარალი: დარიცხვის არსი და მოგება-ზარალის მუხლები
  • ნაღდი ფულის მოძრაობის უწყისი
  • ფინანსური აღრიცხვის პროგრამების გამოყენების ძირითადი პრინციპები: ORIS & 1C
  • ინვესტიციები
  • სესხები: სახეობები და ეფექტური საპროცენტო განაკვეთი
  • ფინანსური კოეფიციენტები და მათი ანალიზი

 

 

ტრენერი, ნატო ბოჭორიშვილი

 

12 წლიანი გამოცდილება ფინანსურ სფეროში, ამჟამად მუშაობს  პროკრედიტ ბანკში. ტრენინგების ჩატარების 3 წლიანი გამოცდილება. გააჩნია კავკასიის ბიზნეს სკოლის მაგისტრის ხარისხი ფინანსურ მენეჯმენტში.

 

ტრენინგის ხანგრძლივობა

24 საათი,12 შეხვედრა, კვირაში 2 დღე (სამშაბათი, ხუთშაბათი), სესიის ხანგრძლივობა: 19:00-21:00

რეგისტაციის ბოლო ვადა: 3 მაისი 2016

ტრენინგის დაწყების თარიღი: 5 მაისი 2016

ტრენინგის საფასური: 350 ლარი

 

 

საბანკო საქმე (დონე 1, დამწყებთათვის)

ტრენინგის მიზანი

კურსი მოიცავს როგორც კლასიკური საბანკო სისტემის ანალიზს საერთაშორისო საბანკო სისტემის მაგალითზე, ასევე მნიშვნელოვანი აქცენტია გაკეთებული ქართული საბანკო სისტემის შესწავლაზე, რეგულაციებზე და საბანკო პროდუქტებზე.
ძირითადი დრო დაეთმობა პრაქტიკული სავარჯიშოების განხილვას, რასაც ადგილი აქვს ბანკის ყოვედღიურ საქმიანობაში.

ვისთვისაა ტრენინგი

ტრენინგი განკუთვლია საბანკო და საფინანსო სექტორში დასაქმებული დამწყები თანამშრომლებისათვის ან მათთვის ვისაც სურს დაიწყოს თავისი კარიერა აღნიშნული ტიპის ორგანიზაციებში. კურს დამტვრებულებს ძალიან გაუმარტივდებათ ადაპტაცია ან მუშაობის დაწყება შემდეგ პოზიციებზე: მოლარე; ოპერატორი; მოლარე-ოპერატორი; ანგარიშების მართვისმენეჯერი; გაყიდვების მენეჯერი; განვადების ოფიცერი; საკრედიტო ექსპერტი (ბიზნესის და სამოხმარებლო სესხებში).

ტრენინგის თემატიკა

  • კურსი ორინეტირებულია შეასწავლოს მსმენელებს
  • საბანკო სისტემის მექანიზმი,
  • საბანკო სისტემის მარეგულირებლები დარეგულაციის მექნიზმები (erovnuli banki),
  • საბანკო სტრუქტურა და მენეჯმენტი,
  • ბაკის კლიენტურა
  • საბანკო პროდუქტები,როგორც სასესხო და სადეპოზიტო, ასევე სხვა პროდუქტები საოპერაციო და საკრედიტო კუთხით.
  • ანგარიშის გახსნა და მისი მომსახურება, გადარიცხვები, საკრედიტო განაცხადების შევსება, დამუშავება, დამტკიცება, ანალიზი, მონიტორინგი და ურთიერთობა ვადაგადაცილების შემთხვევაში.
  • დაკრედიტების პროცესი და რისკების შეფასება.

 

ტრენერი: დავით ნადირაძე, MBA

საბანკო სექტორში მუშაობის 10 წლიანი, ხოლო საბანკო საქმის ტრენერად მუშაობის 6 წლიანი გამოცდილება, ამჟამად მუშაობს საქართველოს ბანკში და კითხულობს საბანკო საქმის დისცილინის ლექციებს კავკასიის უნივერსიტეტში.

ტრენინგის ხანგრძლივობა

24  საათი, 12 შეხვედრა, კვირაში 3 დღე (ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი),  სესიის ხანგრძლივობა: 19:00-21:00

რეგისტაციის ბოლო ვადა: 3 მაისი 2016

ტრეინინგის დაწყების თარიღი: 6 მაისი 2016

ტრენინგის საფასური: 350 ლარი

 

 

კურსის დასრულების შემთხვევაში, მსმენელი მიიღებს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ორენოვან სერტიფიკატს.

 

 

საბანკო საქმე (დონე 2, პროფესიონალებისთვის)

ტრენინგის მიზანი

 

კურსი მოიცავს როგორც კლასიკური საბანკო სისტემის ანალიზს საერთაშორისო საბანკო სისტემის მაგალითზე, ასევე მნიშვნელოვანი აქცენტია გაკეთებული ქართული საბანკო სისტემის შესწავლაზე, რეგულაციებზე და საბანკო პროდუქტებზე. ასევე, როგორ უნდა მოხდეს ფინანსური ინფორმაციის სწორი დამუშავება, ანალიზი და ანალიზის შედეგად კომპანიისათვის/ორგანიზაციისათვის სწორად მორგებული საკრედიტო რესურსის გამოყოფა.
ძირითადი დრო დაეთმობა პრაქტიკული სავარჯიშოების განხილვას, რასაც ადგილი აქვს ბანკის ყოვედღიურ საქმიანობაში.

ვისთვისაა ტრენინგი

ტრენინგი განკუთვლია საბანკო და საფინანსო სექტორში დასაქმებული თანამშრომლებისათვის ან უკვე გარკვეული გამოცდილების/განათლების მქონე სპეციალისტებისათვის, რომელთაც სურთ კვალიფიკაციის ამაღლება.

ტრენინგის თემატიკა

  • საქმიანობის ისტორია და განვითარების ეტაპები,
  • საბანკო სისტემის მექანიზმი,
  • საბანკო სისტემის მარეგულირებლები და რეგულაციის მექნიზმები (ეროვნული ბანკი), 
  • საბანკო სტრუქტურა და მენეჯმენტი,
  • ბანკის კლიენტურა, 
  • საბანკო პროდუქტები, როგორც სასესხო და სადეპოზიტო, ასევე სხვა პროდუქტები საცალო და კორპორაციული მომხმარებლებისათვის, 
  • დაკრედიტების პროცესი და რისკების შეფასება,
  • მარეგულირებელი პროცესები დაკრედიტებასა და სხვა საბანკო აქტივობებისათვის,
  • ბანკისთვის მისი შვილობილი კომპანიების მნიშვნელობა
  • ელექტრონული საბანკო საქმიანობა.
  • სესხის სტრუქტურირება

 

ტრენერი: დავით ნადირაძე, MBA

საბანკო სექტორში მუშაობის 10 წლიანი, ხოლო საბანკო საქმის ტრენერად მუშაობის 6 წლიანი გამოცდილება, ამჟამად მუშაობს საქართველოს ბანკში და კითხულობს საბანკო საქმის დისცილინის ლექციებს კავკასიის უნივერსიტეტში.

ტრენინგის ხანგრძლივობა

24 საათი, 12 შეხვედრა, კვირაში 2 დღე (სამშაბათი, ხუთშაბათი), სესიის ხანგრძლივობა: 19:00-21:00

რეგისტაციის ბოლო ვადა: 3 მაისი, 2016

ტრენინგი დაიწყების თარიღი: 5 მაისი 2016

ტრენინგის საფასური: 350 ლარი

კურსის დასრულების შემთხვევაში, მსმენელი მიიღებს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ორენოვან სერტიფიკატს.

 

 

ადამიანური რესურსების მართვა (HR Management)

ტრენინგის მიზანი

კურსი აგებულია ზრდასრულთა სწავლების (Adults Learning) პრინციპების გათვალისწინებით და მოიცავს თეორიულ ნაწილს, ინტერაქციას და დისკუსიებს, შემთხვევებზე დაფუძნებულ სწავლებას (Case sdudy), პრაქტიკულ დავლებებს და როლურ სავარჯიშოებს უნარ-ჩვევების განსავითარებლად.

კურსში გამოყენებულია მასალა ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე სახელმძღვანელოებიდან, ასევე პრაქტიკული ქეისები როგორც საერთაშორისო, ისე ქართული ორგანიზაციების მაგალითზე.

 

ვისთვისაა ტრენინგი

ადამიანური რესურსების მართვის სფეროში დასაქმებულთათვის და მათთვის, ვინც დაინტერესებულია აღნიშნულ სფეროში კარიერული წინსვლითა და განვითარებით.

 

ტრენინგის თემატიკა

კურსის ხანგრძლივობა:

 

კურსის შინაარსი:

  • ადამიანური რესურსების მენეჯერის კარიერა - როგორ გავხდე HR
  • ადამიანური რესურსების მენეჯერის ფუნქციები და როლი ორგანიზაციაში - HR, როგორც კომუნიკატორი
  • ადამიანური რესურსების სტრატეგია და პოლიტიკა - ორგანიზაციული სტრუქტურა, სამუშაოს აღწერა და ანალიზი, პროცედურები, ორგანიზაციული კულტურა.
  • ადმინისტრაციული პროცედურები და ფეიროლი
  • რეკრუტინგი - შერჩევის პოლიტიკა, პროცესი, კადრების მოძიების არხები და ინსტრუმენტები, ადაპტაციის სისტემები, როტაცია და დაწინაურება
  • ადამიანური რესურსების განვითარება - კარიერის დაგეგმვა და მართვა, პროფესიული განვითარების სისტემები, მოდელები და ინსტრუმენტები, პიროვნული განვითარების პროგრამები, არაფორმალური განათლება, ტრეინინგი და სწავლება, დისტანციური და ელექტრონული სწავლება
  • პერსონალის მოტივაციის და ბენეფიტების სისტემები - მოტივაციის კვლევა, მოტივაციის სისტემები და მოდელები, მოტივაციის და ბენეფიტების დანერგვა და მართვა
  • კომპენსაციის და საბონუსე სისტემები - სახელფასო და საბონუსე სისტემის მოდელები, სახელფასო ბადე და კომპენსაციის ეფექტური მართვა
  • პერსონალის შეფასების სისტემები - შეფასების სისტემის შერჩევა და დანერგვა, რისკები, შედეგების მართვა
  • შიდა ორგანიზაციული კვლევები - კვლევის მნიშვნელობა და გამოყენება, კვლევის მეთოდოლოგია, ტრეინინგის საჭიროებათა კვლევა, კმაყოფილების კვლევა, არაფორმალური ურთიერთობების კვლევა.

 

ბონუსი: კურსის ბოლოს ყველა მონაწილე მიიღებს ინდივიდუალურ კონსულტაციას ადამიანური რესურსების სფეროში კარიერის დაგეგმვასთან და განვითარებასთან დაკავშირებით.

 

ტრენერი: ანა გაგუა

 

 ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის 11 წლიანი გამოცდილება (თეგეტა მოტორსი, შემოსავლების სამსახური, GPC), ამჟამად მუშაობს ტრენინგების ექსპერტად ევროპის საბჭოში, IBF International Consulting და ევროკავშირის წარმომადგენლობაში. გააჩნია ტრენინგების ჩატარების 8 წლიანი გაცდილება.

 

ტრენინგის ხანგრძლივობა

6 კვირა, 36 საათი (კვირაში 6 სამუშაო საათი, 3 სამუშაო დღე), სესიის ხანგრძლივობა: 19:00-21:00, ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი.

რეგისტაციის ბოლო ვადა: 3 მაისი 2016

ტრენინგის დაწყების თარიღი: 6 მაისი 2016

ტრენინგის საფასური: 380  ლარი

 

კურსის დასრულების შემთხვევაში, მსმენელი მიიღებს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ორენოვან სერტიფიკატს.

 

 

 

Hotel Management Certificate Course (for the beginners)

The program is designed to assist the student in his or her career in the management of hospitality operations.

 

The aims and objectives of the program are:

To develop the managerial skills, abilities and competencies essential to all professional managers, with specific characteristics needed for managing hotels, restaurants and related operations.

To provide the diversified knowledge in the management and operation of the modern hotel.

To provide a broad understanding of the fundamental principles of the basic areas of business relating to the fundamentals of management within the hospitality industry.

To provide students the information that would enable them to pursue higher studies in high-quality graduate and professional schools.  

 

Topics to be covered: 

  • Introduction to Hotel Industry
  • To Define Target Market & explain intangibility of service and potential
  • Advantages & Disadvantages of different types of Hotel Ownerships &
  • Affiliations to describe the Introduction of Automation of Hotels
  • To define mission and create organization charts
  • Classify the Hotel’s functional areas and discuss
  • The nature and uses of Job Description/Specification
  • Classification of Hotels
  • To Describe the various F.O Dept and describe how the organization is likely to differ in large and small hotels
  • Types of Rooms
  • Tariff Structure & plans
  • Sections of F.O and their Importance
  • Housekeeping
  • Food & Beverage Service
  • Safety & First Aid

 

Trainer: George Beridze

5 years of experience in Hospitality Sector. As a Deputy Head of the OC of European Youth Olympic Festival - Tbilisi 2015 supervised and insured high level of Hospitality Service for more than 5 000 sportsmen from 49 European States. Was in charge of development ofone of Georgian resorts, including the management of hotels and restaurants.

After finishing the course  student receives bilingual certificate from Eastern European University.

 

 

 

მენეჯმენტის ექსპრეს-კურსი

ტრენინგის მიზანი

სასწავლო კურსი ორიენტირებულია მსმენელებში პრაქტიკული მენეჯერული უნარების ჩამოყალიბებაზე, აუცილებელი თეორიული მასალისა და პრაქტიკული თამაშების, ქეისების განხილვის გზით.
პრაქტიკული მენეჯერული უნარების ჩამოყალიება კი გულისხმობს ორგანიზაციული გარემო ფაქტორების, მენეჯერული როლების, მენეჯმენტის ფუნქციების და გადაწყვეტილების მიღების პროცესის სწორ გააზრებასა და ყველა იმ საკვანძო თვისების შეძენაში, რომელიც ჭირდება ორგანიზაციის მენეჯერს ეფექტური და ეფექტიანი ორგანიზაციის ჩამოსაყალიბებლად.
სასწავლო კურსის მიზანია მსმენელებში იმ კომპეტენციების განვითარება, რომელიც საჭიროა დაგეგმვის, ორგანიზების, ლიდერობისა და კონტროლის პროცესში სწორი გადაწყვეტილებების შესამუშავებლად ეფექტური და ეფექტიანი ორგანიზაციის შექმნის მიზნით.

ვისთვისაა ტრენინგი

ტრენინგი განკუთვნია დამწყები და მოქმედი მენეჯერებისათვის, ასევე მათთვის ვინც დაინტერესებულია შეისწავლოს აღნიშნული სფერო.

ტრენინგის თემატიკა:

  • ორგანიზაციის წარმატების განმსაზღვრელი ფაქტორები
  • მცირე ბიზნესი და ბიზნესის დაწყება
  • შიდა და გარე გარემო (კორორაციული კულტურა)
  • ორგანიზაციულ გარემოსთან ადაპტირება
  • დაგეგმვისა და სტრატეგიული დაგეგმვის პროცესი ორგანიზაციებში (SWOT ანალიზი და სხვა)
  • სამუშაო პროცესის ორგანიზება და დიზაინი
  • შრომის დანაწილება და სპეციალიაზაცია
  • ბრძანებათა ჯაჭვი და ბიუროკრატიის პრინციპები
  • უფლებამოსილება, ძალაუფლება, ვალდებულება, ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა; უფლებამოსილებათა დელეგირება
  • ორგანიზაციული სტრუქტურები
  • ლიდერობა და მოტივაცია მენეჯმენტში
  • ინფორმაცია, შეზღუდული რაციონალობა და გადაწყვეტილების მიღება
  • ადამიანის კოგნიტური გადახრების გავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე
  • როდის რა სჯობს: რაციონალური, ინტუიციაზე დაფუძნებული თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება?
  • აბელანის სინდრომი და კოლექტიური გადაწყვეტილების მანკიერი მხარე.
  • პროექტის წერა

 

ტრენერი: აკაკი ცომაია, PhD

15 წლიანი გამოცდილება მმართველ მენეჯერულ პოზიციებზე კერძო კომერციულ და საგანმანათლებლო ორგანიზაციებში, ამჟამად უკავია ასოცირებული პროფესორის პოზიცია საქართველოს უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში და Courtesy Professor at Florida State University.
განათლება: ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი; Fulbright Program at Florida State University;  Community Connection Business Internship Program at U.S. Department of State Bureau of Educational and Cultural Affairs.                         

ტრენინგის ხანგრძლივობა

24 საათი, 12 შეხვედრა, კვირაში 3 დღე (ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი), სესიის ხანგრძლივობა: 19:00-21:00

რეგისტაციის ბოლო ვადა: 3 მაისი2016

ტრენინგის დაიწყების თარიღი: 6 მაისი 2016

ტრენინგის საფასური: 350 ლარი

 

კურსის დასრულების შემთხვევაში, მსმენელი მიიღებს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ორენოვან სერტიფიკატს.

 

 

მენეჯმენტის ექსპრეს-კურსი

ტრენინგის მიზანი

სასწავლო კურსი ორიენტირებულია მსმენელებში პრაქტიკული მენეჯერული უნარების ჩამოყალიბებაზე, აუცილებელი თეორიული მასალისა და პრაქტიკული თამაშების, ქეისების განხილვის გზით.
პრაქტიკული მენეჯერული უნარების ჩამოყალიება კი გულისხმობს ორგანიზაციული გარემო ფაქტორების, მენეჯერული როლების, მენეჯმენტის ფუნქციების და გადაწყვეტილების მიღების პროცესის სწორ გააზრებასა და ყველა იმ საკვანძო თვისების შეძენაში, რომელიც ჭირდება ორგანიზაციის მენეჯერს ეფექტური და ეფექტიანი ორგანიზაციის ჩამოსაყალიბებლად.
სასწავლო კურსის მიზანია მსმენელებში იმ კომპეტენციების განვითარება, რომელიც საჭიროა დაგეგმვის, ორგანიზების, ლიდერობისა და კონტროლის პროცესში სწორი გადაწყვეტილებების შესამუშავებლად ეფექტური და ეფექტიანი ორგანიზაციის შექმნის მიზნით.

ვისთვისაა ტრენინგი

ტრენინგი განკუთვნია დამწყები და მოქმედი მენეჯერებისათვის, ასევე მათთვის ვინც დაინტერესებულია შეისწავლოს აღნიშნული სფერო.

ტრენინგის თემატიკა:

  • ორგანიზაციის წარმატების განმსაზღვრელი ფაქტორები
  • მცირე ბიზნესი და ბიზნესის დაწყება
  • შიდა და გარე გარემო (კორორაციული კულტურა)
  • ორგანიზაციულ გარემოსთან ადაპტირება
  • დაგეგმვისა და სტრატეგიული დაგეგმვის პროცესი ორგანიზაციებში (SWOT ანალიზი და სხვა)
  • სამუშაო პროცესის ორგანიზება და დიზაინი
  • შრომის დანაწილება და სპეციალიაზაცია
  • ბრძანებათა ჯაჭვი და ბიუროკრატიის პრინციპები
  • უფლებამოსილება, ძალაუფლება, ვალდებულება, ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა; უფლებამოსილებათა დელეგირება
  • ორგანიზაციული სტრუქტურები
  • ლიდერობა და მოტივაცია მენეჯმენტში
  • ინფორმაცია, შეზღუდული რაციონალობა და გადაწყვეტილების მიღება
  • ადამიანის კოგნიტური გადახრების გავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე
  • როდის რა სჯობს: რაციონალური, ინტუიციაზე დაფუძნებული თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება?
  • აბელანის სინდრომი და კოლექტიური გადაწყვეტილების მანკიერი მხარე.
  • პროექტის წერა

 

ტრენერი: აკაკი ცომაია, PhD

15 წლიანი გამოცდილება მმართველ მენეჯერულ პოზიციებზე კერძო კომერციულ და საგანმანათლებლო ორგანიზაციებში, ამჟამად უკავია ასოცირებული პროფესორის პოზიცია საქართველოს უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში და Courtesy Professor at Florida State University.
განათლება: ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი; Fulbright Program at Florida State University;  Community Connection Business Internship Program at U.S. Department of State Bureau of Educational and Cultural Affairs.                         

ტრენინგის ხანგრძლივობა

24 საათი, 12 შეხვედრა, კვირაში 3 დღე (ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი), სესიის ხანგრძლივობა: 19:00-21:00

რეგისტაციის ბოლო ვადა: 3 მაისი 2016

ტრენინგის დაიწყების თარიღი: 6 მაისი 2016

ტრენინგის საფასური: 350 ლარი

 

კურსის დასრულების შემთხვევაში, მსმენელი მიიღებს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ორენოვან სერტიფიკატს.

 

 

ფონდების მოძიება (Fundraising)

ტრენინგის მიზანი

ტრენინგის მიზანია შეასწავლოს მსმენელებს ფონდების მოძიების თეორიული და პრაქტიკული ასექტები: როგორ დაგეგმონ ფონდების მოძიების სტრატეგია, როგორ მოიძიონ ფონდები/დონორები, როგორ იურთიერთონ დონორთან, როგორ შეადგინონ საგრანტო განაცხადი და როგორ მოიპოვონ გრანტი.

ვისთვისაა ტრენინგი

არაკომერციულ და საგანმანათლებლო სექტორში დასაქმებული პირებიბისათვის, ასევე მათთვის ვისაც სურს დაიწყოს თავისი პროექტი და მოიპოვოს გრანტი.

ტრენინგის თემატიკა

  • არაკომერციული ორგანიზაცია, მისია, ხედვა, ღირებულებები
  • ორგანიზაციის სტრუქტურის, მისიის, ხედვის და ღირებულებების ჩამოყალიბება
  • ფონდების მოძების არსი, ორგანიზაციის მენეჯმენტი და ფონდების მოძიების მართვა;
  • დონორები და კამპანიები, დონორთა სახეები, მიმართვის გზები
  • საინფორმაციო მასალების მნიშვნელობა და სახეები, გამოყენება დონორებთან
  • თამაში - შეხვედრა დონორთან
  • ფონდების მოძიების დაგეგმვა და მართვა
  • ფონდების მოძიების გეგმის შედგენა
  • ფონდების მოძიების მონაცემთა ბაზების წარმოება
  • ფონდების მოძიება ინტერნეტით 
  • ინტერნეტით ფონდების მოძიების სტრატეგიის დაგეგმვა
  • საპროექტო წინადადების არსი და მნიშვნელობა
  • საპროექტო წინადადების შემადგენელი ნაწილები
  • საპროექტო წინადადების შემუშავების სპეციფიკა
  • საპროექტო წინადადებების მომზადება
  • ალტერნატიული შემოსავლების წყაროები, არაკომერციული ორგანიზაციის კომერციული შემოსავლები
  • ალტერნატიული შემოსავლების მოძიების სტრატეგიის ჩამოყალიბება

 

ტრენერი: მარიამ ნანიტაშვილი

არაკომერციულ სექტორში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება (ფონდების მოძიება, საგრანტო განაცხადის მომზადება, პროექტების მართვა: AYEG, Mercy Corps, Business Consulting Networs Georgia, atc), ფონდების მოძიების და საგრანტო განაცხადის მომზადების ტრენერად მუშაობის 8 წლიანი გამოცდილება. ამჟამად მუშაობს Wise Development აღმსრულებელ დირექტორად.

ტრენინგის ხანგრძლივობა

18 საათი, 6 შეხვედრა, კვირაში 2 დღე, სამშაბათი და ხუთშაბათი, სესიის ხანგრძლივობა: 19:00-21:00

რეგისტაციის ბოლო ვადა: 3 მაისი 2016

ტრენინგის დაწყების თარიღი: 5 მაისი 2016

ტრენინგის საფასური: 320 ლარი

 

კურსის დასრულების შემთხვევაში, მსმენელი მიიღებს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ორენოვან სერტიფიკატს.

 

 

დარეგისტრირდით აქ

გაყიდვების მენეჯმენტი

ტრენინგის მიზანი

ტრენინგის მიზანია გაყიდვების, მოლაპარაკების წარმართვისა და კლიენტებთან ურთიერთობის პრინციპებისა და ტექნიკების სწავლება. თეორიული ცოდნის გაღრმავების პარალელურად, მოხდება პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაზიარება და სხვა და სხვა ქეისების განხილვა, რაც პროგრამაში ჩართულ მონაწილეებს დაეხმარებათ უკეთ წარმართონ გაყიდვების სფეროსთან  დაკავშირებული საქმიანობა.

 

ვისთვისაა ტრენინგი

ტრენინგი განკუთვნილია მარკეტინგისა და გაყიდვების სფეროში მომუშავე, ასევე ყველა დაინტერესებული პირისათვის.

ტრენინგის თემატიკა

1. გაყიდვების ზოგადი მიმოხილვა

2. გაყიდველის ძლიერი მხარეები

3. კლიენტის მოძიება

4. კონტაქტის დამყარება

5. მოთხოვნის დადგენა

6. შეთავაზების გაკკეთება

7. წინააღმდეგობები და მათთან ბრძოლის მეთოდები

8 ყველაზე გავრცელებული შეცდომა გაყიდვებში

 9. გაყიდვების დასრულება

 

ტრენერი: დავით ჭიაბერაშვილი, PhD

საცალო გაყიდვების  სფეროში 10  წლიანი გამოცდილებით, აქედან 7 წელი მმართველ პოზიციებზე (caucasus online, Intellect center). ამჟამად მუშაობს Geocell საცალო გაყიდვების დეპარტამენტის უფროსად. გააჩნია ტრენინგების ჩატარების 4 წლიანი გამოცდილება და ერისქსონის საერტაშორისო ქოუჩის სერტიფიკატი. გააჩნია მაგისტრის ხარისხი ტელეკომუნიკაციებში (University of Derby).

 

ტრენინგის ხანგრძლივობა

18 საათი,  კვირაში 2 დღე (სამშაბათი, ხუთშაბათი), სესიის ხანგრძლივობა: 19:00-21:00

რეგისტაციის ბოლო ვადა: 3 მაისი 2016

ტრენინგის დაწყების თარიღი: 5 მაისი 2016

ტრენინგის საფასური: 320 ლარი

 

კურსის დასრულების შემთხვევაში, მსმენელი მიიღებს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ორენოვან სერტიფიკატს.

 

 

მარკეტინგის მენეჯმენტი

 

ტრენინგის მიზანი

კურსის მიზანია შეასწავლოს მსმენელს მარკეტინგის მენეჯმენტთან დაკავშირებული საკვანძო საკითხები, კურსი შეასწავლის მსმენელს  მარკეტინგული თეორიებისა და მოდელების პრაქტიკაში დანერგვის მექანიზმებს, ანალიზის მეთოდებს. კურსი ავითარებს სწრაფ ანალიტიკურ და გადაწყვეტილების მიღების უნარ ჩვევებს.

ვისთვისაა ტრენინგი

კურსი განკუთვნილია მოქმედი მარკეტინგის მენეჯერთა და მარკეტინგის სპეციალისტებისთვის, ბრენდ მენეჯერთათვის, ასევე ყველა დაინტერესებული მსურველისათვის.

 

ტრენინგის თემატიკა

კურსის აღწერა: და

 

  1. მარკეტინგის მენეჯმენტი

საკითხები:

ა. მარკეტინგის შესავალი

  • მარკეტინგული კონცეფციები, ფორმები და მისი გამოყენებითობა პრაქტიკულ მარკეტინგში
  • მარკეტინგული მიქსი: პროდუქტი, ფასი, დისტრიბუცია და პრომოუშენი
  • სტრატეგიული მიდგომა, სტრატეგიული მოდელები, პრობლემის გამოვლენისა და გადაწყვეტის გზების იდენტიფიცირება
  • შიდა და გარე სიტუაციის ანალიზის მოდელები

 

ბ. ბაზარზე ზემომქმედი ძალების ზეგავლენა მარკეტინგზე

  • გარემო ფაქტორები
  • მიკროგარემო
  • მაკროგარემო
  • მესო გარემო

 

გ. მოთხოვნის ანალიზი

  • მოთხოვნის სახეობები
  • ბაზრის წილის გამოთვლის მიდგომები და ფორმულები
  • მოთხოვნის განვითარების ტენდენცია: პროდუქტის სიცოცხლის უნარიანობა
  • ადაპტაცია

 

დ. სამომხმარებლო ქცევა

  • მომხმარებლის ტიპები და მოთხოვნის ფორმირების სტადიები
  • კულტურისა და წარმომავლობის, ქვეყნებს შორის განხვავებები
  • სოციალური კლასები და საჭიროებები
  • ყიდვის გადაწყვეტილებაზე ზემომქმედი ფაქტორები და თეორიები
  • ცხოვრების სტილი და ინფორმაციის აღქმნის თავისებურებები
  • კორპორატიული ბაზარი, ბიზნეს შესყიდვების მოდელები და გადაწყვეტილების მიღების ფორმები და პროცესი

ე. კონკურენციის ანალიზი

  • პორტერის 5 ძალა
  • პორტერის სტრატეგიები
  • კონკურენციის ანალიზი
  • სტრატეგიების გამოყენებითობა

ვ. შიდა ორგანიზაციული დაგეგმარება და ანალიზი

  • ორგანიზაციული სტრუქტურა და მარკეტინგული ფუნქციები
  • ორგანიზაციის საქმიანობისა და მიღწევების შეფასება და ანალიზი შემდგომი რეაგირებისთვის
  • ორგანიზაციის ანალიზი კონკურენციის ჭრილში

 

ზ. ფინანსები

  • კომპანიის ფინანსები მარკეტინგულ ჭრილში
  • ფინანსური შეფასება
  • მომგებიანობის მარჟა
  • ლიკვიდურობა
  • ინვესტიციების შერჩევის კრიტერიუმი

 

თ. სეგმენტაცია და პოზიციონირება

  • ბაზრის სეგმენტაცია
  • პოზიციონირება
  • პოზიციონირების სტრატეგიები

ი. მარკეტინგული მიქსი> პროდუქიტ და ფასი

  • პროდუქტი, პროდუქტის ტიპები, კატეგორიები
  • ბრენდი
  • პროდუქტის განვითარების ეტაპები
  • ფასი და ფასწარმოქმნის სტრატეგია, ფასის ელასტიურობა და მისი გავლენა

 

კ. მარკეტინგული მიქსი:  დისტრიბუცია, პრომოუშენი და პერსონალი

  • დისტრიბუციის მოდელები: საცალო და საბითუმო გაყიდვების მიხედვით
  • დისტრიბუციის მექანიზმები
  • დისტრიბუციის სტრატეგიები და მოგების ანალიზი
  • კომუნიკაცია
  • კომუნიკაციის ტიპები და სახეობები
  • კომუნიკაციის დაგეგმარება
  • სეგმეტნაცია კომუნიკაციისთვის და მომხმარებლის ანალიზი
  • ბიუჯეტირება

ლ. მარკეტინგული გეგმის შემუშავება

დამატებით საკითხი: ბაზრის კვლევა და სტატისტიკური მოდელირება

ტრენერი: ნინა ჯინჯოლავა, PhD

8 წლიანი გამოცდილება მარკეტინგსა,  PR და პროექტების მენჯმენტში  მმართველ პოზიციებზე (Inspire, ICR, Start Business solutions, ESL Kids Georgia, Archi Group). ტრენერად მუშაობის 4 წლიანი გამოცდილება. გააჩნია საერთაშორისო კვალიფიკაცია მარკეტინგის მენეჯმენტში (Nima - Netherlands International Marketing Association, 6th level). გააჩნია დოქტორის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირებაში (ილიას უნივერსიტეტი) და ლონდონის PR და ბრენდინგის სკოლის დიპლომი PR, ბრენდინგსა და მედია კომუნიკაციებში.

 

ტრენინგის ხანგრძლივობა

30 საათი, 15 შეხვედრა, კვირაში 2 დღე, სამშაბათი და ხუთშაბათი. სესიის ხანგრძლივობა: 19:00-21:00

რეგისტაციის ბოლო ვადა: 3 მაისი 2016

ტრენინგის დაწყების თარიღი: 5 მაისი  2016

ტრენინგის საფასური: 350 ლარი

 

კურსის დასრულების შემთხვევაში, მსმენელი მიიღებს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ორენოვან სერტიფიკატს.

 

 

PR და მარკეტინგული კომუნიკაციები

ტრენინგის მიზანი

ტრენინგის მიზანია მსმენელს შეასწავლოს PR და მარკეტინგული კომუნიკაციების საკვანძო თეორიული და პრაქტიკული საკითხები, მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით.

ვისთვისაა ტრენინგი

ტრენინგი განკუთვლია PR, მარკეტინგსა და გაყიდვების სფეროში მომუშავე სპეციალისტებისთვის, ან მათტვის ვისაც სურს დაიწყოს კარიერა აღნიშნული მიმართულებით.

ტრენინგის თემატიკა

1.  რას წარმოადგენს საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) და რას არა?
 1.1 რას არ წარმოადგებს PR?
საიდან მოდის გაურკვევლობა?  
PR vs მარკეტინგი
PR vs ჟურნალიზმი
 1.2 რა არის  PR ?
განსაზღვრება
რას წარმოადგენს PR?
რა კომპეტენციებია საჭირო იმისათვის, რომ იყოთ კარგი PR პრაქტიკოსი?

2.     რა არის საზოგადოება და რას ნიშნავს მასთან ურთიერთობა?   
2.1 PR -ის საზოგადოება
ტიპი და სეგმენტაცია
 2.2 რას ნიშნავს ურთიერთობა?
PR ძირითადი მიზანი
PR როგორც მენეჯმენტის გადაწყვეტილებების განმმარტავი
PR როგორც საზოგადოების აზრის განმმარტავი

3.       PR განსხვავებული სტრუქტურა
3.1 შიდა: ორგანიზაციის შიგნით PR ზომა, ადგილი და როლი
3.2 გარე: PR საგენტოები და მათი ურთიერთობა ორგანიზაციებთან  

4.      კარგი ინფორმაცია სწორი გადაწყვეტილებისათვის
PR კვლევა - გასაღები სტრატეგიისათვის
კვლევის ფორმა და მიზანი
კვლევის ტიპები

5.      როგორ მოვახდინოთ გავლენა საზოგადოებრივ აზრზე
5.1 ფორმაციული კვლევა სიტუაციის ანალიზისათვის: SWAT
5.2 სტრატეგიული გეგმა PR კამპანიისათვის: RACE and ROSIE and RPIE

6.     PR და კომუნიკაცია
კომუნიკაციის საკვანძო კონცეფციები და დონეები

7.     კომუნიკაცია იმისათვის, რომ იყოთ გაგებული
7.1 საჯარო სიტყვით გამოსვლა, ინტერვიუ და პრეზენტაცია
7.2 სიტყვის დაწერისთვის რამოდენიმე ტექნიკური რჩევა

8.      კომუნიკაცია იმისათვის, რომ იყოთ კითხვადი
8.1 Flesch-ის კითხვადობის ფორმულა
8.2 რამოდენიმე ტექნიკური რჩევა საინფორმაციო წერილის (News letter) სწორედ დასაწერად

9.      საკითხის მენეჯმენტი (Issue Management)
PR მნიშვნელობა: UPS Case and Tylenol cases

10.  როგორ მოვახდინოთ კომუნიკაცია მასმედიასთან?
10.1 მედია ურთიერთობების საფუძვლები: წარმატებული მედია ურთიერთობის ტექნიკა
10.2 ახალი ტექნოლოგიების გავლენა: ინტერნეტი

11.  ეთიკა და კულტურა PR -ში
11.1 სად იწყება და მთავრდება ეთიკა?
11.2 კულტურის გააზრების მნიშვნელობა

ტრენერი, ქეთი კვინიკაძე, MBA

20 წლიანი გამოცდილება PR, გაყიდვებსა და მარკეტინგში მმართველ პოზიციებზე საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, ბოლო 7 წელი მუშაობდა კომპანიაში MSC Georgia (Mediterranean Shipping Company, Switzerland), გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსად. გააჩნია MBA ხარისხი - European School of Business (ESM) და დიპლომი - Institute of Political Sciences (IEP), Paris, Economics and Finance Section

ტრენინგის ხანგრძლივობა

21  საათი, 10 შეხვედრა, კვირაში 2 დღე (სამშაბათი, ხუთშაბათი), სესიის ხანგრძლივობა: 19:00-21:00

რეგისტაციის ბოლო ვადა: 3 მაისი 2016

ტრენინგის დაიწყების თარიღი: 5 მაისი 2016

ტრენინგის საფასური: 350 ლარი

 

კურსის დასრულების შემთხვევაში, მსმენელი მიიღებს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ორენოვან სერტიფიკატს.

 

 

საბაჟო საქმე
და სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის შევსება პროგრამა ASYCUDA WORLD (eCustoms)-ში.

ტრენინგის მიზანი

 

კურსის მიზანია შეასწავლოს მსმენელებს საბაჟო საქმის თეორია და პრაქტიკა გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობითა და პრაქტიკით. ასევე, დეკლარაციის შევსებას პროგრამა ASYCUDA WORLD (eCustoms)-ში (აღნიშნულ პროგრამაში უზრუნველყოფილია სატესტო წვდომა სწავლის დროს)

ვისთვისაა ტრენინგი

კომპანიათა საბაჟო წარმომადგენლებისათვის, კომპანიებში საბაჟო საქმიანობის კოორდინატორებთათვის, სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის შევსების მსურველთათვის, საბაჟო სისტემაში სიახლეების გაცნობის მსურველთათვის და ზოგადად ნებისმიერი პირისთვის, რომელიც გეგმავს ამ სფეროში მოღვაწეობას ან შეხება აქვს საბაჟო პროცედურებთან (სასურველია მომავალ სტუდენტს გააჩნდეს საბაჟო სისტემის შესახებ ზოგადი წარმოდგენა).

ტრენინგის თემატიკა

  • შესავალი ლექცია, საბაჟო საქმიანობის საკანონმდებლო საფუძვლები და მათი ზოგადი მიმოხილვა;
  • საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნულ სასაქონლო ნომენკლატურა (სეს ესნ) და პრაქტიკული ნაწილი სეს ესნ-ის კოდების (HS; ТН ВЭД)  მოძებნაში;
  • წარმოშობის სერტიფიკატების ფორმები და გამოყენების პრინციპები;
  • საქონლის მიწოდების პირობები INCOTERMS 2010;
  • საბაჟო ღირებულება და მისი განსაზღვრის მეთოდები;
  • საბაჟო გადასახდელები და მათი გაანგარიშება;
  • სასაქონლო (საბაჟო) ოპერაციები (რეჟიმები);
  • საბაჟო სამართალდაღვევები და საბაჟოსთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის სამართალდარღვევები;
  • საბაჟო დეკლარაციების ფორმები, სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას წარსადგენი დოკუმენტები და მათი მიმოხილვა, საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადი,  უფლებამოსილი პირები, საქონლის გაფორმების ადგილები, აღრიცხვის მოწმობა;
  • საქონლის წინასწარი დეკლარირება. საბაჟო კონტროლის ფორმები საქონლის გაშვებამდე და გაშვების შემდეგ, საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული პროცედურები;
  • სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის (სსდ) შევსების მოდული ASYCUDA WORLD (eCustoms),  სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის ველები; ახალი დეკლარაციის შექმნა, სსდ-ს სერვერზე შენახვა, რეგისტრაცია, ფერში ჩაყენება (რისკის დერეფნის განსაზღვრა - მწვანე, ყვითელი, ლურჯი, წითელი), სსდ-ს შეფასება; სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა საქონლის გაშვებამდე და გაშვების შემდეგ;
  • სსდ-ს შევსება იმპორტის სასაქონლო ოპერაციისას (ერთკოდიანი);
  • სსდ-ს შევსება იმპორტის სასაქონლო ოპერაციისას (მრავალკოდიანი);
  • სსდ-ს შევსება იმპორტის სასაქონლო ოპერაციისას (მრავალკოდიანი, საბაჟო ღირებულების ელემენტების გადანაწილების სპეციფიკით);
  • სსდ-ს შევსება ექსპორტის სასაქონლო ოპერაციისას;

 

ტრენერი: ავთანდილ ზივზივაძე, PhD

7 წლიანი გამოცდილება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში, ამჟამად უკავია  საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების (საბაჟო აუდიტის) სამმართველოს მთავარი აუდიტორის პოზიცია.

ტრენინგის ხანგრძლივობა

32 საათი, 16  შეხვედრა, კვირაში 2 დღე (სამშაბათი, ხუთშაბათი), სესიის ხანგრძლივობა: 19:00-21:00

რეგისტაციის ბოლო ვადა: 3 მაისი 2016

ტრენინგის დაიწყების თარიღი: 5 მაისი 2016

ტრენინგის საფასური: 350 ლარი

 

კურსის დასრულების შემთხვევაში, მსმენელი მიიღებს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ორენოვან სერტიფიკატს.

 

 

Untitled Document
მარტი.2031
ორ.
სამ.
ოთ.
ხუთ.
პარ.
შაბ.
ჯვ.
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
დაგვიკავშირდით

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, თბილისი, ენუქიძის ქ. #6 
მარიამ ლიკლიკაძე
უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსი
032 2 48 01 41
llc@eeu.edu.ge

შემოგვიერთდით